Wednesday, August 10, 2011

პროექტი


პროექტის სახელწოდება
,,ძველი ქართული ანბანი’’
პროექტის მთავარი იდეა (თემა)
ძველი ქართული ანბანის სახეობები,მათი წარმოშობა
პროექტის აქტუალობა
აქტუალურია ეს თემა ყველა ქართველი ბავშვისთვის, რადგან ყველა ქართველი ვალდებულია იცოდეს მისი წასრმოშობა
პროექტის მიზნები
დაიყოფებიან ბავშვები სამ ჯგუფად და მოიძევენ ინფორმაციას ძველი ანბანის შესახებ
მონაწილეთა ასაკი
მე–4 კლასი
ვადები/ხანგრძლივობა
ექვსი დღე
მოსალოდნელი შედეგები
ინტერესით გაეცნობიან ერთმანეთის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას და უფრო ხალისით დაიმახსოვრებენ ერთმანეთისგან მიწოდებულ ინფორმაციას ვიდრე მასწავლებლისგან.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
ინტერნეტი, სასწავლო მასალა, ბიბლიოთეკაში მოძიებული შესაბამისი ლიტერატურა.
პროექტის მსვლელობა
დღე პირველი;ვაცნობთ ბავშვებს რომ ქართულში გვაქვს ძველი ანბანი მათ ზოგადად იციან მის შესახებ რომ ქართულმა დამწერლობამ სამი საფეხური გაიარა თავის არსებობის მანძილზე. ვსვამ კითხვას ხომ არცერთს შეგიძლიათ ანბანის სახელწოდებები გაიხსენოთ?ვისმენ მათ აზრებს.შემდეგ ვაკრავ დაფაზე წინასწარ მოძიებულ ძველი ქართული ანბანის ტაბულას.ვიწყებ მის ახსას ვაცნობ მათ სახელწოდებებს;მრგლოვანი–ქართული ანბანის უძველესი სახე, სახელწოდება დარქმეული აქვს ასოთა მრგვალი მოხაზულობის გამო; გავრცელებული იყო V-IX საუკუნეებში,IX საუკუნიდან გამოიყენებოდა ასოთმთავრულის ფუნქციით.
ნუსხური–ქართული დამწერლობა (IX-XI),რომლის შემდგომი განვითარება იყო ნუსხური.
მხედრული–სახელწოდება თანამედროვე ქართული დამწერლობისა, რომელიც განვითარდა ნუსხურიდან მე–11–12 საუკუნეებში.ისაუბრებს მათემატიკის მასწავლებელი რომ ასოების საშუალებით ხდებოდა  ძველად რიცხვების გამოხატვა.ძველ ქართულში იყო 37 ასო. ანბანის პირველი 9 ასო გამოხატავდა ერთეულებს (მაგ,ა–1,ბ–2,გ–3, და ასე შემდეგ). მეორე ცხრა ასო ათეულებს (ი–10, კ–20..).მესამე ცხრა ასეულებს (რ–100, ს–200 ), მეოთხე ათეული –=ათასეულებს (ჩ–1000,ც –2000.)
გამოვიყენებთ სქემას
ვიცოდი
ვისწავლე
მინდა ვიცოდე
1.ანბანი არის გარკვეული რიგით დალაგებული ასოები
2,.ქარრთული ანბანი თავის სიძველით გამოირჩევა .
მსოფლიოში სამიათასამდე ენაა,ანბანი კი –რამდენიმე.მათ შორის არის ქართული.
თანამედროვე დამწერლობას მხედრული ჰქვია.
2. ძველი პერიოდის დამწერლობას მრგვლოვანი ერქვა.
3. საშუალო პერიოდის დამწერლობას ნუსხური ერქვა.
რამდენი ასო ბგერა იყო ნუსხურში
2. ასოთმთავრულით წერა
3. რიცხვების ასსოებით გამოხატვა.
ამისდა მიხედვით დაიოყოფიან ბავშვები სამ ჯგუფად და დაწყებენ ხუთი დღის განმავლობაში თავთავის აღებულ სამუშაოზე ინფორმაციების მოძიებას . 1)ჯგუფი– მხედრული; 2)ჯგუფი– ნუსხური; 3)ჯგუფი–მრგვლოვანი.
მეხუთე დგეს მოხდება ნამუშევრების წარდგენა თითეული ჯგუფი წარადგენს პრეზენტაციის სახით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართული, მათემატიკა
პროექტის ხელმძღვანელი
მასწავლებელი მაკა შერაზადიშვილი
ხელმძღვანლის ელ.ფოსტა
makashera@gmeil,com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი



რაჭის სილამაზე მთა და ბარი